Monday, April 15, 2019


სსიპ ველისციის საჯარო სკოლის
მასწავლებლის შეფასების ჯგუფის თავჯდომარეს
ქალბატონ ნინო ნესუაშვილს
ამავე სკოლის რუსული ენის  მასწავლებლის მარგარიტა მაზმიშვილის

მ ი მ ა რ თ ვ ა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, 2018 წლის 2 მაისს მსურს VI კლასში რუსულ ენაში ჩავატარო სტანდარტული გაკვეთილი თემაზე „Париж“ , რომელზეც შეფასების მიზნით დამესწრება მასწავლებლის შეფასების ჯგუფი.
წარმოგიდგენთ აღნიშნული გაკვეთილის გეგმას.
                                                                გაკვეთილის   გეგმა

პედაგოგი: მარგარიტა მაზმიშვილი
საკონტაქტო მოანცემები: 577-67-86-06    m.masmishvili@gmail.com
საგანი: რუსული ენა
თემა:  „Париж“
სწავლების საფეხური/ კლასი: დაწყებითი საფეხური, VI (ს-II)
მოსწავლეთა რაოდენობა: 24 მოსწავლე
კლასში არის 1  სსსმ მოსწავლე.                                                                                                                                                                                                                                   
                                                                  მიზანი:
v  მოსწვლემ გამოიყენოს მოსმენის და კითხვის სტრატეგიები უცხო ტექსტის გასაგებად.
v  მოსწავლემ გაიგოს წერილობითი ტექსტის სტრუქტურა და გამოიყენოს ელემენტარული ენობრივი ფორმები. 
v  მოსწავლემ მეტყველებისას გამოიყენოს ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული ფორმები.




N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

 A გამოწვევის ფაზ
მასწავლებელი ესალმება კლასს, აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს. შემდეგ მოკლედ აცნობს გაკვეთილის თანმიმდევრობას, მიზანს და თემას, აცნობს ასევე
შეფასების რუბრიკებს. 
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან ერთად
მასწავლებლის მიერ მომზადებული პრეზენტაცია
1 წუთი

2
საშინაო დავალების შემოწმება
Модели и конструкции с родительным подежом  множественного числа
კითხვა-პასუხი
მთელ კლასთან ერთად
მასწავლებლის მიერ მომზადებული კითხვები
3წუთი
3



წინარე ცოდნის
გააქტიურება.  
მასწავლებელი ნასწავლი ტექსტიდან სვამს კითხვებს:
1.Какой город Санкт-Петербург?
2. Какие проспекты  в Петербурге?
3. Какая река течёт?
4.Как называется главная улица?
5.Что находится на невском проспекте?
6.Как называется центральная площадь?
7. где находится Эрмитаж?
8. Как называется самый старый сад?
9.Кто приказал построить город?
10.Что стал символом Петербурга?

  
კითხვა-პასუხი
ინდივიდუალურიმთელ კლასთან ერთად
მასწავლებლის მიერ მომზადებული კითხვები
7 წუთი


4

 მასწავლებელი აძლევს დავალებას: დაასათაურონ მოცემული ილუსტრაციები, რომელიც დაბეჭდილია ტექსტის ქვემოთ, მოსწავლეები ასრულებენ დავალებას  და იწყებენ ხმამაღლა კითხვას.                
დეტალური კითხვა. პრეზენტაცია
ინდივიდუალური
წიგნი, რვეული
3 წუთი
5
მასწავლებელი უჩვენებს ეიფელის კოშკს და ეკითხება მოსწავლეებს:
1.რომელი კოშკია და რომელ ქალაქში მდებარეობს?
კითხვა-პასუხი
მთელ კლასთან ერთად
ეიფელის კოშკის მოდელი
1წუთი
6



  B   ფაზა სიღრმისეული წვდომა                     
მოსწავლეები იწყებენ ტექსტის „Париж“ კითხვას. თითოეული მოსწავლე კითხულობს ორ წინადადებას და თან თარგმნის. მასწავლებელი აცნობს ახალ ლექსიკურ ერთეულებს , რომელიც ტექსტში ხვდებათ. (протекает великолепный)

სსსმ მოსწავლეს მასწავლებელი აძლევს ინდივიდუალურ სამუშაოს, რომელიც მან უნდა ჩააბაროს გაკვეთილის ბოლოს. მასწავლებელი აძლევს მაგნიტურ დაფას და სთხოვს მას ახალი გაკვეთილის სათაური  „Париж“ ააწყოს მაგნიტურ დაფაზე, ასევე სთხოვს მაგნიტურ დაფაზე  დაალაგოს ხუთი ხმოვანი                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                         
ტექსტზე მუშაობა და დეტალური
კითხვა











მაგნიტურ დაფაზე მუშაობა
ინდივიდუალური













ინდივიდუალური

 წიგნი, დაფა, ცარცი რვეული, კალამი












მაგნიტური დაფა, წიგნი
10 წუთი













1წუთი




7
ტექსტის წაკითხვის  და გაცნობის შემდეგ       მასწავლებელი უჩვენებს ვიდეორგოლს: მასწავლებელი უსვამს შეკითხვას ნანახი ვიდეორგოლის შესახებ:
1.    რომელი ადგილი მოეწონათ ყველაზე მეტად?


ვიდეორგოლის ჩვენება




მთელ კლასთან ერთად



https://www.youtube.com/watch?v=A8T3h4Kreck



4წუთი

8
ტექსტის უკეთ გასააზრებლად მოსწავლეები ასრულებენ ორ დავალებას, რომელიც დაფაზეა წარმოდგენილი
1.ტექსტის თანმიმდევრობის მიხედვით დანომრონ მოცემული სიტყვები.
2.შესაბამისობა. სხვადასხვა სიმბოლოები და ღირშესანიშნაობები შეუსაბამონ ქალაქებს

ტექსტზე მუშაობა
ინდივიდუალური
დაფა, ცარცი
3 წთ

9
 C ფაზა  რეფლექსია
გაკვეთილის რეფლექსია
მასწავლებელი აცნობს ფლიქჩარტზე გამზადებულ გეგმას: და აძლევს დავალება ს შეადგინონ პატარა მოთხრობა Лондон წაკითხული ტექსტის მიხედვით
     


პრეზენტაცია






წყვილებში


წიგნი, რვეული, კალამი


10წუთი

10
შეფასება                      მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით
ასევე აფასებს სსსმ მოსწავლეს გამავითარებელი შეფასებით
                                                                    საშინაო დავალება           მასწავლებელი აძლევს წერით საშინაო დავალებას:   გეგმის მიხედვით დაწერონ მოთხრობა   Тбилиси              
განმავითარებელი და განსაზღვრელი შეფასება

მთელ კლასთან და ინდივიდუალური

განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკ

განმავითარებელი ზეპირი კომენტარი
1წუთი










2წუთი


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები.
მიმართულება: მოსმენა
უცხ.ს.II.2. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული ტექსტის (დიალოგის / მონოლოგის) მოსმენა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           ამოკრეს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, სად, როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა);
მოსმენის სტრატეგიები
უცხ.ს.II.6. მოსწავლეს შეუძლია სათანადო სტრატეგიების გამოყენება შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·  ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით

  მიმართულება: კითხვა
  ცხ.ს.II.12. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს შემეცნებითი ტექსტი სხვადასხვა თემაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
·           ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას.


          

      უცხ.ს.II.14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლებისა და ნასწავლი ენობრივი ფორმების ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ამოიცნობს ტექსტის სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებს
     კითხვის სტრატეგიები

უცხ.ს.II.15. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კითხვის მიზანი და შესაბამისად გამოიყენოს კითხვის სხვადასხვა ტექნიკა (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი).
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·                    თვალს გადაავლებს ტექსტის სტრუქტურას, სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს და მათზე დაყრდნობით პოულობს და ამოკრეს მისთვის საჭირო ინფორმაციას.



    მიმართულება: წერა
უცხ.ს.II.20. მოსწავლე იცავს წერილობითი ტექსტის სტრუქტურას, ფლობს და იყენებს ელემენტარულ ენობრივ ფორმებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • იცავს ტექსტის ამა თუ იმ სახეობის სტრუქტურულ მახასიათებლებს;
  • აღწერის დროს შედარებისას იყენებს მსგავსების გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს;

მიმართულება: ლაპარაკი
უცხ.ს.II.22. მოსწავლე ფლობს ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·            ზეპირად კითხვისას იცავს უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ინტონაციას, ჟღერადობას, აქვს სათანდო გამოთქმა.
დიალოგური მეტყველება
უცხ.ს.II.23. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·    სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე
მიმართულება: კუტურათა დიალოგი
უცხ.ს.II.28. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           აკვირდება და ამოიცნობს ილუსტრაციებზე/ტექსტებში/სასწავლო მასალებში ასახულ სახელმწიფო სიმბოლოებს, კულტურის ან საყოფაცხოვრებო რეალიებს.


შეფასების რუბრიკა
ტექსტზე მუშაობა
1
ტექსტის შინაარსის გაგება
2ქ.
2
საკუთარი თვალსაზრისის გამოხატვა
2ქ.
3
არეული თანმიმდევრობის დალაგება
2ქ.
4
მოცემული გეგმის მიხედვით ტექსტის შედგენა
2ქ.
5
შესაბამისობის დადგენა
2ქ.

ხელმოწერა:  მ. მაზმიშვილი
თარიღი: 15.04.2018





No comments:

Post a Comment