გაკვეთილის გეგმა
პედაგოგი: მარგარიტა მაზმიშვილი
საკონტაქტო მოანცემები: 577-67-86-06 m.masmishvili@gmail.com
საგანი: რუსული ენა
თემა: „Одежда
и обувь“
სწავლების საფეხური/ კლასი: დაწყებითი საფეხური, VIბ
(ს-II)
მოსწავლეთა რაოდენობა: 24 მოსწავლე
კლასში არის 1
სსსმ მოსწავლე.
მიზანი:
v მოსწვლემ შეძლოს,
მიმართოს სხვადასხვა ხერხს ლექსიკური მარაგის გასამტკიცებლად და გასამდიდრებლად.
v მოსწავლემ
შეძლოს განსაზღვროს კითხვის მიზანი და შესამბამისად გამოიყენოს კითხვის სხვადასხვა
ტექნიკა.
v მოსწავლემ
შეისწავლოს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
ისტი-ის
გამოყენების მიზანი:
მოსწავლეს
ვიდეორგოლის ჩვენება დაეხმარება სამი მიმართულებით შეითვისოს ტანსაცმლის და ფეხსაცმლის
დასახელება: 1.მხედველობითი მეხსიერება 2.მოსმენა
3. გამეორება (მეტყველება)
ეს
ყველაფერი ხელს შეუწყობს უკეთ შეითვისოს ეს
მასალა.
მეორე
ვიდეორგოლი მოსწავლეს დაეხმარება მრავლობითი რიცხვის უკეთ აღქმაში, დამახსოვრებაში
და გამოყენებაში.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
||
1
|
A გამოწვევის ფაზა
მასწავლებელი ესალმება კლასს, აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს. შემდეგ
მოკლედ აცნობს გაკვეთილის თანმიმდევრობას, მიზანს და თემას, აცნობს ასევე
შეფასების რუბრიკებს.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელ კლასთან
ერთად
|
მასწავლებლის
მიერ მომზადებული პრეზენტაცია
|
1 წუთი
|
||
2
|
საშინაო დავალების
შემოწმება
სავარჯიშო:
13
წერტილების
ნაცვლად უნდა ჩაესვათ სიტყვები, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ რბილი ნიშნით - Ь
განსხვავდებიან
|
სავარჯიშოს
წაკითვა
|
მთელ კლასთან
ერთად
|
წიგნი და რვეული
|
2 წუთი
|
||
3
|
მასწავლებელი
წიგნიდან უჩვენებს ბავშვებს ცხრილს, სადაც ნაჩვენებია რბილი ნიშნის ხმარება ხმოვნების
წინ: Е Ё Ю Я И. შემდეგ უჩვენებს ვიდეო რგოლს მრავლობითი რიცხვის
წარმოების შესახებ
|
ვერბალური ახსნა
ვიდეო რგოლის
ნახვა
|
მთელ კლასთან
ერთად
|
წიგნი
მასწავლებლის
მიერ მოძიებული ვიდეომასალა
https://www.youtube.com/watch?v=2eivQULiqM8
|
5 წუთი
|
||
4
|
ცოდნის გააქტიურება
მასწავლებელი აძლევს დავალებას ნიმუშის მიხედვით
შეასრულონ სავარჯიში, რომელიც წიგნშია მოცემული. მოსწავლეები ასრულებენ
დავალებას და იწყებენ ხმამაღლა კითხვას.
|
დეტალური კითხვა.
პრეზენტაცია
|
ინდივიდუალური
|
წიგნი, რვეული
|
3 წუთი
|
||
5
|
მასწავლებელი ფეხზე აყენებს ერთ-ერთ მოსწავლეს და სთხოვს დანარჩენებს
დაასახეწლონ რუსულად ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც ამ ბავშვს აცვია.
|
კითხვა-პასუხი
|
მთელ კლასთან
ერთად
|
მოსწავლის ჩაცმულობა
|
1წუთი
|
||
6
|
მასწავლებელი
უჩვენებს ვიდეო რგოლს ტანსაცმელზე
|
ვიდეო-რგოლის
ჩვენება
|
მთელ კლასთან
ერთად
|
მასწავლებლის
მიერ მოძიებული ვიდეომასალა
https://www.youtube.com/watch?v=EJCxX4xcdxE
|
4 წუთი
|
||
7
|
B ფაზა სიღრმისეული წვდომა
მოსწავლეები
იწყებენ ახალი მასალის შესწავლას, ბავშვები მუშაობენ წიგნში დახატულია ტანსაცმელი
და ქვეშ უნდა დაწერონ მისი სახელი. მასწავლებლის დახმარებლით ისინი ასრულებენ დავალებას
და სწავლობენ მის სწორ გამოთქმას.
|
ტექსტზე მუშაობა
|
ინდივიდუალური
|
წიგნი
|
10 წუთი
|
||
8
|
სსსმ მოსწავლეს მასწავლებელი აძლევს ინდივიდუალურ სამუშაოს, რომელიც
მან უნდა ჩააბაროს. მოსწავლეს მიცემული აქვს სხვადასხვა ტანსაცმლის ამსახველი ფურცლები
გასაფერადებლად. ის წერს სიტყვებს: Майка жакет юбка пальто. სიტყვები მისთვის ნაცნობია,
რადგან ქართულ ენაშიც ვიყენებთ ზოგჯერ. შემდეგ მოცემული სიტყვებიდან გამოყოფს სიტყვებს.
|
ინდივიდუალური
|
|
ფურცლები
|
1 წთ
|
||
9
|
C ფაზა
რეფლექსია
მასწავლებელი ურიგებს ფურცლებს და სთხოვს შუაზე გაყონ ეს ფურცელი, ერთ
მხარეს დაწერონ ბიჭის ტანსაცმელი, მეორეზე - გოგოსი. ამ სამუშაოს ასრულებენ წყვილებში
|
პრეზენტაცია
|
წყვილებში
|
წიგნი, რვეული,
კალამი
|
5 წუთი
|
||
10
11
12
13
|
მასწავლებელი დაფას ყოფს ორ ნაწილად და მოსწავლეებს სთხოვს ერთ მხარეს
ჩამოწერონ ზაფხულის, მეორე მხარეს ზამთრის ტანსაცმელი.
მასწავლებელი
აძლევს ბავშვებს ასეთ დავალებას: აღწერონ გვერდით მჯდომი ბავშვის ჩაცმულობა. მანამდე
მასწავლებელი უხსნის რომ ბიჭზე უნდა თქვან На нем ხოლო გოგოზე На ней
შეფასება
სსსმ მოსწავლის
შეფასება
საშინაო დავალება
კითხვებზე პასუხი.
სავარჯიშო N 7.
|
პრეზენტაცია
პრეზენტაცია
|
ინდივიდუალური
ინდივიდუალური
ინდივიდუალური
|
დაფა, ცარცი
რვეული, კალამი,
წიგნი
შეფასების რუბრიკა
|
5 წუთი
4 წუთი
2წთ
1წთ
|
||
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები:
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები.
მიმართულება:
მოსმენა
უცხ.ს.II.6. მოსწავლეს შეუძლია სათანადო სტრატეგიების გამოყენება შინაარსის
გაგების გაადვილების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სათაურის, ილუსტრაციების
საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ .
მიმართულება: კითხვა
უცხ.ს.II.7. მოსწავლე ფლობს
ხმამაღალი კითხვის უნარს
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
უცხ.ს.II.14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის
სტრუქტურული მახასიათებლებისა და ნასწავლი ენობრივი ფორმების ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
ამოიცნობს ტექსტის სტრუქტურული
ორგანიზების თავისებურებებს
კითხვის სტრატეგიები
უცხ.ს.II.15. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს
კითხვის მიზანი და შესაბამისად გამოიყენოს კითხვის სხვადასხვა ტექნიკა (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი).
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
თვალს
გადაავლებს ტექსტის სტრუქტურას, სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს
და მათზე დაყრდნობით პოულობს და ამოკრებს მისთვის საჭირო ინფორმაციას.
მიმართულება: წერა
უცხ.ს.II.20. მოსწავლე იცავს წერილობითი ტექსტის სტრუქტურას, ფლობს და
იყენებს ელემენტარულ ენობრივ ფორმებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
- იცავს ტექსტის ამა თუ იმ სახეობის სტრუქტურულ
მახასიათებლებს;
- აღწერის დროს შედარებისას იყენებს მსგავსების გამომხატველ
მარტივ ენობრივ საშუალებებს;
მიმართულება: ლაპარაკი
უცხ.ს.II.22. მოსწავლე
ფლობს ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ზეპირად კითხვისას იცავს უცხოური ენისათვის დამახასიათებელ
ინტონაციას, ჟღერადობას, აქვს სათანდო გამოთქმა.
დიალოგური მეტყველება
უცხ.ს.II.23. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სვამს
და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე
შეფასების რუბრიკა
ტექსტზე მუშაობა
ტექსტზე მუშაობა
1
|
ტექსტის შინაარსის გაგება
|
2ქ.
|
2
|
საკუთარი თვალსაზრისის გამოხატვა
|
2ქ.
|
3
|
არეული თანმიმდევრობის დალაგება
|
2ქ.
|
4
|
მოცემული გეგმის მიხედვით ტექსტის შედგენა
|
2ქ.
|
5
|
შესაბამისობის დადგენა
|
2ქ.
|
ხელმოწერა:
მ. მაზმიშვილი
თარიღი: 28.11.2017 წ
No comments:
Post a Comment